ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო ვენეციის კომისიაში წერილს გააგზავნის
პოლიტიკა - 17:06, 18 May, 2017     861
კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ ვენეციის კომისიაში გასაგზავნი წერილი შეიმუშავა, რომელსაც ხელს 17 კვალიფიციური ოპოზიციური პარტია აწერს.

საკოორდინაციო საბჭოს წევრის მამუკა კაციტაძის თქმით, წერილს აქვს ორი ძირითადი მიმართულება შინაარსის თვალსაზრისით, აღწერილია საკონსტიტუციო კომისიის პროცესი და ასევე საუბარია იმ სიახლეებზე, რომელიც მიღებული იქნა კონსტიტუციის ახალი პროექტის ფარგლებში:

"წერილში ერთი მხრივ აღწერილია საკონსტიტუციო კომისიის პროცესი, თუ როგორ დაიწყო ცვლილებების პროცესი, როგორ დასრულდა ნულოვანი კონსენსუსით და მეორე მხრივ აღწერს იმ მიუღებელ სიახლეებს,კონსტიტუციის ახალ პროექტში პრეზიდენტის არჩევის წესს, საპარლამენტო საარჩევნო სისტემას, ბლოკების გაუქმებას და სხვა საკითხებს ეხება." - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

როგორც გიორგი ახვლედიანმა აღნიშნა, ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემა თავის პარტიულ ინტერესებს მოარგო და არც ერთი ოპოზიციური პარტიისა და არასმთავრობო ორგანიზაციის ინიციატივა არ გაითვალისწინა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიამ დეტალურად უნდა იცოდეს ყველაფერი, რათა მათი დასკვნა იყოს მკაცრი.

საბჭოს წევრებს იმედი აქვთ, რომ ვენეციის კომისია პირდაპირ რეკომენდაციას დადებს იმის შესახებ, რომ არ შეიძლება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება, ბლოკების აკრძალვა, გადაუნაწილებელი მანდატების ერთი პარტიისთვის მიკუთვნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42