„ამ დებატებში იკარგება მთავარი: სად არის ჩვენი მოქალაქეების შეკვეთა-ის, რაც ჩვენ გვინდა“- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 16:16, 18 May, 2017     960
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორებს შეხვდა. შეხვედრისას საარჩევნო, მათ შორის ბონუსის სისტემა, სახელმწიფო მოწყობის საკითხები, თვითმმართველობის მნიშვნელობა, უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქცია-მოვალეობები, ასევე კონსტიტუციის ახალი პროექტის სხვა სადავო საკითხები განიხლიეს. შეხვედრისას პრეზიდენტმა სტუდენტების და პროფესორების მოსაზრებებს მოუსმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

„მივესალმები იმ დისკუსიებს და ძალიან აქტიურ ჩართულობას, რომელიც არსებობს ამ საკითხებთან დაკავშირებით. სულ რამდენიმე პრინციპული თემაა, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და, მათი გადაწყვეტის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება მართლაც მნიშვნელოვანი დოკუმენტი შევქმნათ.

რა არის ეს: ჩემთვის ერთერთი ყველაზე პრინციპული საპარლამენტო არჩევნების სისტემაში ბონუსების თემაა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ წარმოგვიდგინა. საუბარია, რომ ეს ხმები სულ იმ ერთმა ძალამ უნდა წაიღოს, ვინც პირველ ადგილას გავიდა. ეს ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, რადგან მიმაჩნია, რომ ყველაზე წმნიდა ამ პროცესში არის ხმის მიცემა. მთელი 25 წელი იმაზეა ლაპარაკი, რომ - დაიცავი შენი ხმა, არ წაგართვან ხმები, არ მოგატყუონ და უცებ გეუბნებიან, რომ შენ რომელ პარტიასაც მიეცი ხმა, იმ პარტიამ ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი და მისი ყველა ხმა მიაქვს ერთ ვიღაცას. ეს პრინციპულად მიუღებელია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზდენტმა.

ქვეყნის პირველი პირი პრეზიდენტის არჩევის წესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი არჩევის წესი დემოკრატიულია, თუმცა აუცილებელია გავითვალისწინოთ არსებული ტრადიცია და მისი შეცვლის შემთხვევაში, დასაბუთებულად აიხსნას ეს გადაწყვეტილება. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება უმაღლესი მთავრსარდლის როლზეც გაამახვილა.

„პრეზიდენტს ასახელებ უმაღლეს მთავარსარდლად და ეს მნიშვნელოვანია, თუმცა მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენცია მართოს ქვეყანა არა მხოლოდ ომის დროს, არამედ ომამდე კრიზისებში და არასაომარ დროსაც გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.

მარტივად რომ შევხედოთ, წინა ხელისუფლება სტაბილური იყო, მაგრამ პრემიერმინისტრი შეიცვალა სამჯერ. წარმოიდგინეთ ჯარმა სამჯერ უნდა სხვადასხვა პრემიერმინისტრთან დადოს ფიცი და, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმინისტრი არის ხელისუფლების ძირითადი ბერკეტების მფლობელი, ჯარი, როგორც ერთობა ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან სამშობლოს საკუთარ სიცოცხლე მისცენ და კიდევ უფრო მეტიც - საკუთარ თავზე აიღონ სხვისი სიცოცოხლის ხელყოფის უფლება, ეს ადამიანები იმსახურებენ, რომ მათთვის შეიქმნას სტაბილური გარემო და მათი მხედართმთავარი, რომელიც მათ მისცემთ ბრძანებას, რომ ასეთი რისკის ქვეშ დააყენონ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე, ამ ნაწილში იყოს ძალიან გამართული, ეს საქართველოს მსგავს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლებიც ესწრებოდენენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42