”ჩვენ არ დაგავიწყდეს ის, რომ ამ კონსტიტუციის ვერსიასთან დაკავშირებით პოლიტიკური პროცესი უკვე შედგა. ჩვენ არ დაგვავიწყდეს ის, რომ საკონსტიტუციო კომისია დატოვა პროტესტის ნიშნად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. არ დაგვავიწყდეს ის, რომ ის ექსპერტები და არასამთავრობოები, რომლებმაც არ დატოვეს, მაგრამ დარჩნენ იქ, მათ უარყოფითი მისცეს ამ კონსტიტუციის პროექტს. ანუ ჩვენ დღეს რასაც ვიხილავთ, ეს არის დოკუმენტი ნულოვანი კონსესუსით. თუ შენ ამბობ, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს არჩეული და ის უნდა აირჩიოს სამასმა ხმოსანმა, ამისი ლოგიკა უნდა იყოს არა ის, რომ საქართველოს მოსახლეობას არ ჰყოფნის ტვინი, რომ სწორი პრეზიდენტი აირჩიოს, არამედ რაღაცა სხვა, ნებისმიერი სხვა გამართლება. ნახეთ, რამდენი შეცდომა დავუშვით, ხალხო. ნახეთ, არასწორად აგვირჩევია გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილი და, თურმე, არ გვცოდნია არჩევნები და რამენაირად მოგვაშორეთ ეს ტვირთი, - ეს ლოგიკა არის დემოკრატიისთვის დამღუპველი,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






