"ეროვნული ფორუმი" უსუფაშვილთან კონსულტაციებს ადასტურებს - ვის ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ ველზე
პოლიტიკა - 15:44, 18 May, 2017     2363
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერები შესაძლოა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში გაერთიანდნენ. ცნობილია, რომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, უსუფაშვილსა და პარტიის ლიდერებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.

დღეს კი „ეროვნული ფორუმის“ შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია.

"ნიუპოსტი" საკითხზე პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ანი მიროტაძეს ესაუბრა, რომელიც "ფორუმის" დაშლას არ ადასტურებს, რაც შეეხება უსუფაშვილთან კოსნულტაციებს, ყოფილი დეპუტატის თქმით, გარკვეულ ალიანსზე საუბარი არის.

"მხარეებს შორის კონსულტაციებს ვადასტურებთ, ჩვენთან დაკავშირებით, უფრო მეტი დეტალი მაისის ბოლოს გახდება ცნობილი, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რაც შეეხება პარტიიდან წასვლას, ეს ფორმატი არ განიხილება, საუბარია სხვა ფორმატზე. ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით"- განაცხადა ანი მიროტაძემ.

"ნიუპოსტი" დაინტერესდა იგეგმება თუ არა უსუფაშვილის პოლიტიკურ პარტიასთან კოალიციის შექმნა, რაზეც "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ "ამ ეტაპზე ეროვნული ფორუმის დაშლა არ განიხილება".

"აქვე შეგახსენებთ, რომ კონსულტაციები ახლა არ დაწყებულა, არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში კახა შარტავა გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროპული ტიპის, ერთი დიდი გაერთიანება შექმნილიყო. აქედან გამომდინარე ჩავთვალოთ, რომ ჩვენი მხრიდან შეთავაზება ყველა დაინტერესებული პირისთვის ძალაშია. აქ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები არ მოიაზრებიან, ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ მათი აქტიურობა ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს და როგორც ჩანს მომავალშიც ექნება. ასეთი ხელაღებული და უგუნური პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების დასრულებით სრულდება, უარეს შემთხვევაში კი სახელმწიფო ზარალდება. ჩვენ არ გვინდა სახელმწიფო დაზარალდეს, ამიტომ ვიწყებთ ბევრად უფრო ფართო ნაბიჯების გადადგმას და ვფიქრობთ რომ გამოგვივა"- განმარტა მიროტაძემ.

მისი თქმით, ახალ პოლიტიკურ გუნდში მხოლოდ "ეროვნული ფორუმისა" და "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრების მოძრაობა არ იქნება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42