,,დაიცავი კონსტიტუციაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 14:49, 18 May, 2017     1175
,,დაიცავი კონსტიტუციაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს ის ძირითადი პრობლემები გააცნეს, რომელიც კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით არსებობს.

"პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის წესი - ეს ორი საკითხი ძალიან პრობლემურია. თუ ჩვენ ამ კონსტიტუციას მივიღებთ, საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული გზით ვეღარ შეიცვლება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი მთავრდება და ივანიშვილის ოჯახურ-კლანური მმართველობა მყარდება, სანამ გლობალური კატაკლიზმა არ მოხდება. ბუნებრივია, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია და ჩვენ, საზოგადოების მობილიზებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებით, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ხელისუფლებას ეს კონსტიტუცია არ გავატანინოთ"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა.

"ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ კი მოქმედი პარტია კონსტიტუციით მანიპულირებაში დაადანაშაულა.

"ეს დამღუპველი და მთავარი პრობლემაა. საპრეზიდენტო არჩევნების მოდელი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და ეს ქართულმა ოცნებამ უნდა გაიგოს. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას - ეს უმთავრესი პრობლემაა, რაც ქვეყანაში კონკურენციის საფუძვლებს სპობს. თუ ამას გააკეთებს ეს ხელისუფლება, პრობლემა იქნება ამ ხელისუფლებისთვისვე. ჩვენ არ გვსურს რომ ხელისუფლების პრობლემა, შემდეგ უკვე სახელმწიფოს პრობლემად იქცეს"- განაცხადა ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42