საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მეორე ეტაპი - შეხვედრა ზესტაფონში მიმდინარეობს
პოლიტიკა - 14:41, 18 May, 2017     1145
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს ზესტაფონში მიმდინარეობს. განხილვის მთავარი საკითხი სხვა ქალაქების მსგავსად აქაც პრეზიდენტის არჩევის წესი, საარჩევნო სისტემაა და მიწის გაყიდვის თემაა.

ოპოზიცია დამატებითი შეხვედრების მიზანს ვერ ხედავს. "ევროპული საქართველოს" წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, ისეთ ძირითად ცვლილებებზე, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევის წესი და გადაუნაწილებელი მანდატების საკითხი, პლებისციტის ჩატარება უალტერნატივოა. საპარლამენტო უმრავლესობაში კი დარწმუნებულები არიან, რომ შეხვედრები უნდა გაგრძელდეს. გია ვოლსკის თქმით, მოსახლეობაში ინფორმაციის მიწოდების ნაკლებობაა.

ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის, განცხადებით, მაჟორიტარული სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მდინარაძის თქმით , საკითხზე დისკუსია ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა დეპუტატის განცხადებით , ის დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში კანონმდებლები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდებიან.

„ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ხალხთან კონტაქტს უფრო უზრუნველყოფს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება. კი, ბატონო, ეს არის სადისკუსიო საკითხი, ჩვენ ამაზე ვაგრძელებთ დისკუსიას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ვფიქრობთ, რომ კონსესუსის სახით მივიღებთ პროპორციული სისტემის სასარგებლოდ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე დამატებითი განხილვების ჩატარების შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 16 მაისს გააკეთა. მისი თქმით, საჯარო განხილვა თბილისის 10 რაიონში და საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დამატებით გაიმართება. შეხვედრები ჩატარდება ზესტაფონში, სამტრედიაში, სიღნაღში, ხულოში, მარნეულში, ახლაქალაქში, ოზურგეთში, ფოთში, ყაზბეგსა და მესტიაში. კონსტიტუციის პროექტის განხილვა 29 მაისს თბილისში დასრულდება, რის შემდეგაც საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42