თბილისის მერი ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მოსახლეობას შეხვდა
პოლიტიკა - 14:20, 18 May, 2017     1547
თბილისის მერია და ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“ ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. ქუჩის განვითარება და რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები 2017 წლის ბოლომდე მომზადდება, ხოლო ფიზიკური სამუშაოები 2018 წელს დაიწყება.

ფიროსმანის ქუჩაზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატი რიმა ბერაძე, თბილისის „განვითარების ფონდის დირექტორი“ გიორგი ბაიდარაშვილი და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

„დღეს შევხვდით ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას და ვისაუბრეთ მათთან ფიროსმანის ქუჩის მოწესრიგების სამუშაოებზე. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და შემდგომ პერიოდში დგება ის დრო, როდესაც მნიშვნელოვანი პროექტები უნდა მოვამზადოთ ამ უბნის განვითარებასთან დაკავშირებით. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდება საცხოვრებელ სახლებში არსებული მდგომარეობა და ამ ადამიანების ცხოვრება გახდება გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს არის,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ფიროსმანის ქუჩის აღდგენა და განახლება პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მსხვილი არეალების რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელდება და ქუჩაზე მდებარე 40-მდე შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო არეალში განსახორციელებელი სამუშაოები წინასწარ შემუშავებული კვლევის მიხედვით დაიგეგმება.

ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის ქუჩაზე, N29 - ში მდებარე მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის დაწყება 2017 წელს იგეგმება. შენობის საპროექტო სამუშაოები 3 თვეში დასრულდება, ხოლო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42