„სასკოლო ბანაკები არ უნდა იყოს მხოლოდ ათოსნების და ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის“ - ალექსანდრე ჯეჯელავა
პოლიტიკა - 12:54, 18 May, 2017     4607

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, განათლების სამინისტრო გეგმავს სასკოლო ბანაკებში მოსწავლეთა რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას. ამის შესახებ ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:

"სასკოლო ბანაკები გართობის და დასვენების გარდა, ძალიან პოზიტიური არის მოსაწავლეების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ ვაპირებთ, რაც შეიძლება მეტი ბანაკი გვქონდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. წელს უკვე გვაქვს ამ მიმართულებით სიახლეები. ანაკლიის ბანაკი დარჩება, განვითარდება და მას კიდევ სამი ახალი ბანაკი დაემატება. ორ ახალ ბანაკს ვაკეთებთ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, ეს არის ქუთაისის კადეტების სასწავლებელში და მეორე მანავის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. კიდევ ერთ ბანაკს ვაკეთებთ კაჭრეთის პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე. ჩვენ შევეცდებით ვიპოვოთ ობიექტები, სადაც არის შესაბამისი საცხოვრებელი პირობები, სადაც შეგვიძლია ერთი კვირით სკოლის მოსწავლეები ჩავიყვანთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, მთავრობის დღევანდელი დადგენილებით, ყველა უწყებას დაევალა მანავის ბანაკის განვითარებაზე ზრუნვა.

"მანავის ბანაკის განვითარებაში ჩართული არიან თავდაცვის, შს, სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები. ეს იქნება უფასო და ბავშვებს ყველა რაიონიდან შეარჩევენ. აქამდე მხოლოდ აკადემიური მოსწრება იყო მოსწავლეების შერჩევის საფუძველი, თუმცა ვფიქრობ, რომ ნებისმიერი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს სჭირდება სოციალური უნარების განვითარება, არ უნდა იყოს მხოლოდ ათოსნების და ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის, რაღაც კვოტა წარჩინებულ მოსწავლეებს აუცილებლად ექნებათ, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მე-7, მე-8 და მე-9 კლასელი მოხვდეს ბანაკში. საუბარია 100 ათასამდე ბავშვზე, როცა შარშანდელი ციფრი გვაქვს 3-4 ათასი ბავშვი. ერთი ბავშვის ბანაკში ერთი დღით წაყვანა ჯდება დაახლოებით 60 ლარი", - განაცხადა ჯეჯელავამა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42