რა ვითარებაა დაკეთილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე? - ზალბერი გალში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 12:51, 18 May, 2017     1378
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა გუშინ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სამი საკონტროლო - გამშვები პუნქტი მოინახულეს, რომელიც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა მარტის თვეში დახურა. ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს მათ ადგილზე გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თემურ ნადარაია და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე, შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჟენევის თანათავმჯდომარეების გამშვებ პუნქტებზე მიყვანა ემსახურებოდა მათ დარწმუნებას, რომ არანაირი ჰუმანიტარული კატასტროფა არ არსებობს და გალის მაცხოვრებლები გადაადგილებას თავისუფლად ახერხებენ:

„ჟენევის ბოლო რაუნდზე აქტიურად იდგა გამშვები პუნქტების დახურვის საკითხი. ქართული მხარე ამ საკითხს წარმოაჩენდა ისე, თითქოს ეს გალის მოსახლეობისთვის კატასტროფის ტოლფასი იყო. დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო იმის ასახსნელად, რომ არანაირი ჰუმანიტარული კატასტროფა არაა. იქვე შევთავაზეთ თანათავმჯდომარეებს, რომ თავისი თვალით ენახათ, რა მდგომარეობაში იყო ეს პუნქტები. ჩვენ ვხედავთ, რომ მათი პოზიცია ძირეულად შეიცვალა, მათ თავისი თვალით იხილეს, რომ ეს პუნქტები არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება, არ არის აღჭურვილი, არც უსაფრთხოა. დღეს საზღვრის გადაკვეთა „ენგურის“ გამშვები პუნქტით ხდება. მათ შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ არ არის შეფერხება და ხალხი თავისუფალ რეჟიმში, სწრაფად გადაადგილდება“- განაცხადა კოვემ.

გამშვებ პუნქტებზე ვიზიტისას კომენტარი ჟენევის დისკუსიებში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმაც გააკეთა,

„ჩვენ გვინდოდა სიტუაციას ადგილზევე გავცნობოდით, ჩვენ ხშირად ვსაუბრიობთ დაკეტილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე და როდესაც ჩვენ შემოგვთავაზეს ჩამოვსულიყავით და ადგილზე გვენახა, რა თქმა უნდა, დავთანხმდით. საიდუმლო არაა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს შორის არის აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, ყოფნის თუ არა ერთი გადასასვლელი პუნქტი, თუ საჭიროა კიდევ. ჩვენ ვნახეთ, დისკუსიები გრძელდება“- განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა

შეგახსენებთ, რომ გერმანელი დიპლომატი, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი, ჰერბერტ ზალბერი, გუშინ დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42