საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და ტელეკომპანია "რუსთავი 2" ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აღნიშნული ტელევიზია პარტიულია და ცდილობს საკუთარი გამოძიების შედეგები გაასაღოს, როგორც რეალობა:
„ნებისმიერი სახის ძალადობა და, მით უმეტეს, როდესაც მასში შეიძლება ჩართული იყოს მაღალი თანამდებობის პირი, არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს აუცილებლად, ეს ძალიან პრინციპული საკითხია.
პარტიული მედია, რუსთავი2-ს ვგულისხმობ, თავისი საკუთარი გამოძიების შედეგებს ასაღებს, როგორც რეალობას. არსებობენ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელიც გამოძიებაზე უფრო ადრე თვლიან, რომ მათი დადგენილი ჭეშმარიტება ჭეშმარიტებაა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სანდო და კონკრეტულ ინტერესებს ემსახურება ამ შემთხვევაში,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






