დონალდ ტრამპმა ქართველ კადეტს დიპლომი გადასცა
პოლიტიკა - 12:20, 18 May, 2017     1944
17 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონექტიკუტში ჩავიდა და ახალ ლონდონში ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიას ესტუმრა. პრეზიდენტი 2017 წლის სასწავლო კურსის გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო, კადეტებს სიტყვით მიმართა და დიპლომები გადასცა.

აკადემიის ერთ-ერთი კურსდამთავრებულია ქართველი კადეტიც - ელდარ (დაჩი) საგანელიძე. საგანელიძე იმ 6 კადეტს შორისაა, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან და იქ განაგრძობენ სამხედრო სამსახურს. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

„ყველაზე მთავარი ისაა, რაც თქვენ საკუთარი თავის შესახებ ისწავლეთ. გაიგეთ, რომ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა და იმოქმედოთ, როგორც საჭიროება მოითხოვს. თქვენ მოგიწევთ დიდი წნეხის ქვეშ მოქმედება და ამისთვის მზად უნდა იყოთ. თუმცა თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ და იცით, რას გააკეთებთ ამის შემდეგ ცხოვრებაში. სანაპირო დაცვის სამხედროებს განსაკუთრებული როლი და ფუნქცია აქვთ არა მარტო ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, არამედ ზოგადად ქვეყნისთვისაც. თქვენ მოგიწევთ განსხვავებული როლების შესრულება, ზოგიერთი თქვენგანი სხვა ქვეყნებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას, ზოგი კი აქ დაიცავს ჩვენს საზღვრებსა და ქვეყანას, დაუპირისპირდება ნარკოტიკებითა და ადამიანებით მოვაჭრეებს, ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას ებრძვის, ვისაც არ უყვარს ჩვენი ქვეყანა. ვამაყობ, რომ წილად მხვდა პატივი, ვიყო თქვენი მთავარსარდალი“ - ამ სიტყვებით მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა სანაპირო დაცვის აკადემიის 2017 წლის კურსდამთავრებულებს.

ინაუგურაციის შემდეგ ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იყო კონექტიკუტში. არჩევის შემდეგ კი მეორე გამოსაშვები ცერემონია, რომელზეც მან სიტყვა წარმოთქვა.

პრეზიდენტს კონექტიკუტში მისი პოლიტიკის მომხრეები და მოწინააღმდეგეები აქციებით და ხმამაღალი შეძახილებით დახვდნენ.

200-კვირიანი სასწავლო კურსი წელს წარმატებით 195-მა კადეტმა დაასრულა.

ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემია ორი წლის წინ პირველმა ქართველმა კადეტმა გიორგი ტალახაძემ დაამთავრა. ამავე წელს ავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა აკადემიის ორი ქართველი კურსანტი სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე. აკადემიამ მაკარიძეს მექანიკურ ინჟინერიაში ბაკალავრის ხარისხი გარდაცვალების შემდეგ მიანიჭა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42