პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
პოლიტიკა - 19:39, 17 May, 2017     1940

”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები 85 ხმით ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანოში საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატებმა დღეს მესამე მოსმენით განიხილეს და კენჭი უყარეს.

2018 წლის 1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების - პიქტოგრამების დატანა სავალდებულო ხდება.

2018 წლის პირველი მაისიდან ყველა დახურულ სივრცეში თამბაქოს, მათ შორის ელექტრო სიგარეტისა და ჩილიმის მოწევა აიკრძალება. აკრძალვა არ შეეხება საცხოვრებელ ბინებს, ფსიქიატრიულ კლინიკებს, სასჯელაღსრულებისა და წინასწარი დაკავების დაწესებულებებსა და კაზინოებს.

სიგარ-ბარებში მხოლოდ სიგარის მოწევა იქნება შესაძლებელი, თუმცა სავალდებულო ხდება სიგარ-ბარის გახსნის ნებართვის დოკუმენტის აღება, რომლის მოსაკრებელიც 15 ათასი ლარით განისაზღვერბა. აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია.

2018 წლის მაისიდან ასევე აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა. ასევე იმ ფილმების ჩვენების წინ, სადაც თამბაქოს მოხმარების კადრებია, სავალდებულო გახდება ანტითამბაქოს რეკლამის ჩვენება.

2018 წლის პირველი სექტემბრიდან დაუშვებელი იქნება თამბაქოს პროდუქციის გამოფენა სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრაჟებში. ასევე იკრძალება ე.წ. დრაივ-თამბაქო.

2021 წლიდან აკრძალვა შეეხება თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობასაც და თამბაქოს ნაწარმი არა გამჭვირვალე ბოქსებში, არამედ შენიღბულ სივრცეში განთავსდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42