აუდიტის სამსახურის თანამშრომლების მიმართვა პრეზიდენტს, პარლამენტს და მთავრობას
პოლიტიკა - 19:33, 17 May, 2017     2230
აუდიტის სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და დამოუკიდებლობის გარანტიების მხარდაჭერის მიზნით, პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართავენ.

თანამშრომლები შეშფოთებას გამოთქვამენ მომხდართან დაკავშირებით და დენერალურ აუდიტს სრულ თანადგომას უცხადებენ.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გამოვთქვამთ შეშფოთებას ბოლო დღეებში ჩვენი ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პირველ რიგში გვსურს, სრული თანადგომა გამოვუცხადოთ გენერალურ აუდიტორს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლად და მაღალპროფესიულად განხორციელებაში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი და კვალიფიციური სახელმწიფო აუდიტის სამსახური დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია და გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა ამ ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაზე ზემოქმედების ტოლფასია.

ჩვენთვის, უაღრესად შეურაცხმყოფელია უკანასკნელ დღეებში გამოთქმული ბრალდებები აუდიტორული საქმიანობის მიკერძოებულობის შესახებ. გვსურს ვაუწყოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ მიერ მომზადებული თითოეული აუდიტის ანგარიში ეფუძნება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს.

იმისათვის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებს არ გაუჩნდეთ პროფესიულ საქმიანობაში დაუცველობის განცდა, მივმართავთ თხოვნით საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მხარი დაგვიჭირონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის გარანტიების სათანადო დონეზე უზრუნველყოფაში.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყველა თანამშრომელს ამ განცხადებით გვსურს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთსულოვნება, ვიყოთ ერთგული დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და წინ აღვუდგეთ ნებისმიერ ჩარევას ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში," - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42