სიახლეები პენიტენციურ სისტემაში - საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პოლიტიკა - 19:24, 17 May, 2017     716
პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საქართველოს პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა და ერთხმად მიიღო. „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში ცვლილებები დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სესიაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წარუდგინა. ცვლილებათა პაკეტში გათვალისწინებულია პირველი მოსმენის დროს და საპარლამენტო კომიტეტებზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები.

საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელის აღსრულების სფეროში არაერთი უპრეცედენტო სიახლის დანერგვას ითვალისწინებს, მათ შორის:

• პენიტენციურ სისტემაში იქმნება ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;

• გათავისუფლებისთვის მომზადების, დაბალი რისკისა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების უფლება მიეცემათ;

• იცვლება ტელევიზორით სარგებლობასთან დაკავშირებული წესები;

• საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულებს პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესაძლებლობა მიეცემათ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საშიშროების რისკს შეიმცირებენ;

• წესდება რეგულაციები დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე პირთა ქცევის შესახებ;

• დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს მიეცემათ უფლება, დაწესებულების დირექტორის ნებართვით იქონიონ მაცივარი;

• საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისთვის იზრდება სატელეფონო საუბრებით სარგებლობის ოდენობა და ხანგრძლივობა - თვეში ორი სატელეფონო საუბარი, თითოეული არაუმეტეს 15 წუთის ხანგრძლივობით; ასევე, მათ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება მიენიჭებათ - წლის განმავლობაში ერთხელ, ხოლო წახალისებით დამატებით კიდევ ერთი;

• ქალ მსჯავრდებულებს, რომლებსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჰყავთ 3 წლამდე ასაკის შვილი, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში, უფლება მიეცემათ უქმე და დასვენების დღეებში დაწესებულება დროებით დატოვონ;

• მკვეთრად მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები;

• სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება;

• იხვეწება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის გათავისუფლების, ასევე, ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადების და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმები;

• მკაცრდება მსჯავრდებულის მიერ გაქცევის ან სასჯელის მოხდისგან თავის არიდებისთვის გათვალისწინებული სასჯელი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვს წლამდე ვადით;

• იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი და სხვა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მუხლობრივ და პუნქტობრივ განხილვაზე დეპუტატებმა წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით დაგეგმილი სიახლეები დადებითად შეაფასეს და მხარდაჭერა გამოხატეს.

კახა კახიშვილმა პარლამენტის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მზადაა პენიტენციური სისტემის რეფორმა განაგრძოს. მისი თქმით, მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებული სიახლეების იმპლემენტაცია დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42