თვითმმართველობის სრული დამორჩილება კომუნისტური მეთოდებით - რესპუბლიკელები ხელისუფლების რეგრესულ ინტერესებზე საურობენ
პოლიტიკა - 18:43, 17 May, 2017     998
რესპუბლიკური პარტია თვითმმართველობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას ანტიევროპული და თავისუფლების საწინააღმდეგო პროცესის დაწყებაში ადანაშაულებს.
,,ნიუპოსტი" პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


"2014 წელს დაწყებული ადგლობრივი თვითმმართველობის რეფორმა დასაწყისშივე შეფერხდა ხელისუფლებაში მყოფი რეტროგრადების მიერ. თუმცა ასეთ ვითარებაში მოხერხდა მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის შემოღება და 7 ახალი თვითმმართველი ქალაქის გაჩენა, რაც რესპუბლიკელების განსაკუთრებული აქტიურობის დამსახურებაა.

მას მერე, რაც ხელისუფლება გახდა ერთპარტიული, პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის სხვა წევრები, საჯაროდ აცხადებენ, რომ ეს იყო კოალიციაში რესპუბლიკური პარტიის მოთხოვნებისადმი დათმობა.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მკაფიოდ გამოჩნდა, „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების უზურპაციის მზაობა, თვითმმართველობის სფეროში გამოვლენილი ინიციატივები და მიმდინარე მოვლენები არის ხელისუფლების მიტაცების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.

რადგან, წელს ტარდება თვითმმართველობის არჩევნები, „ქართული ოცნება“ უკვე სრულად აკონტროლებს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. მას სურს, პრეზიდენტის ინსტიტუტის სრული კონტროლი და ამიტომ საუბრობს არაპირდაპირ არჩევნებზე. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ თვითმმართველობის სრულად დასამორჩილებლად დაწყებული მოქმედებები.

ევროპული დემოკრატია თვითმმართველ ქალაქებსა და ერთეულებზე დგას. სპიკერ კობახიძის გახმოვანებით დაიწყო სრულიად საწინააღმდეგო, ანტიევროპული, თავისუფლების საწინააღმდეგო პროცესი. მეტი თვითმმართველობა, მეტი საკუთრება - მეტი თავისუფლებაა!

დაწყებული პროცესი სპობს თვითმმართველობის საფუძვლებს, კერძოდ, 7 თვითმმართველ ქალაქს ართმევს საკუთარ ბიუჯეტს და საკუთარ უფლებამოსილებებს, რაც გამოიხატება სათემო თვითმმართველობების შემოერთებაში, საბჭოთა რაიონების დაბრუნებაში. სწორედ ეს არის კომუნისტობა! თუმცა 2014 წელს დაწყებული რეფორმის ლოგიკური გაგრძელება, ბევრი სხვა თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაჩენა უნდა ყოფილიყო.

ამ რეგრესულ ამოცანას წყვეტენ სწორედ საბჭოთა, კომუნისტური მეთოდებით, კერძოდ „ცენტრში მომზადებულ“ ტექსტს უგზავნიან 7 საქალაქო და 7 სათემო საკრებულოს და მოითხოვენ მათგან „საკუთარი ინიციატივით“ დათმონ საკუთარი უფლებამოსილებები და გაერთიანდნენ. ეს არის როგორც საქალაქო, ისე სათემო თვითმმართველობების საწინააღმდეგო ნაბიჯი.

რესპუბლიკური პარტია და მისი წევრები საკრებულოში მზად ვართ, ფორმით და შინაარსით მმართველი პოლიტიკური გუნდის ძალადობისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მივამართავთ სახელისუფლებო პარტიის საკრებულოებში მყოფ წევრებს, ასევე სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც დაიცვან ამომრჩევლის პროგრესული და სამართლიანი და არა ხელისუფლების უსამართლო და რეგრესული ინტერესები"- განაცხადა კორძაიამ.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს. აღნიშნული ცვლილება უწყების მიერ შემუშავებული თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიით იქნება გათვალისწინებული.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამგებლის ინსტიტუტის გაუქმება არ იგეგმება. პარლამენტის თავმჯდომარემ ჟრნალისტებს განუცხადა, რომ საუბარია გამგებლისთვის მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42