ნაციონალური მოძრაობა ჰერბერტ ზალბერის გათავისუფლებას მოითხოვს
პოლიტიკა - 17:56, 17 May, 2017     803
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს დას ჰერბერტ ზალბერის გათავისუფლებას მოითხოვს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკიდურესად შეშფოთებულია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, გერმანელი დიპლომატის, ჰერბერტ ზალბერის ცხინვალში გაკეთებული განცხადების გამო.

ზალბერმა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლ ბიბილოვს სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული დიპლომატი ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საზიანო განცხადებას აკეთებს. თუმცა, მისი ყველა განცხადება, დღემდე რეაგირების გარეშე დატოვა საქართველოს ხელისუფლებამ.

მიგვაჩნია, რომ მისი განცხადებები უხეშად ხელყოფს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, რადიკალურად განსხვავდება ევროკავშირის ოფიციალური პოზიციისაგან, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არაღიარების პოლიტიკას მტკიცედ უჭერს მხარს. შესაბამისად, აღნიშნული დიპლომატის მიერ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის რანგში საქმიანობის გაგრძელება, პირდაპირ ზიანს აყენებს როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ ურთიერთობებს.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ მოითხოვოს ზალბერის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და აღკვეთოს მისთვის მანდატის გაგრძელება.

მიგვაჩნია, რომ გერმანელი დიპლომატის მიერ გაკეთებული უპასხუსმგებლო განცხადება, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლები მიერ გატარებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომლის შედეგადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ანექსიის პროცესის საკითხი, მოხსნილია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. სწორედ საქართველოს ხელისუფლების პასიური დიპლომატიური პოლიტკის შედეგად გახდა შესაძლებელი ევროპელი დიპლომატის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა"- აღნიშნულია ენმ-ს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42