ნატო ჩხეიძემ 2004 წელს „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენების ხელმძღვანელად სააკაშვილი დაასახელა
პოლიტიკა - 17:03, 17 May, 2017     1486
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და ლიცენზიის იძულებით წაღების საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლოს ჩვენება ბრალდების მოწმემ, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ მისცა.

მან 2004 წლის მოვლენების მნიშნელოვანი, კერძოდ, ის დეტალები გაიხსენა, თუ როგორ ითხოვდნენ მისი მეუღლისგან, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილისგან მაშინდელი ხელისუფლება და პროკურატურა, შუამავალი ბიზნესმენების საშუალებით, „ომეგა ჯგუფის“ საკონტროლო პაკეტსა და მეტს. ასევე, ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიას. ყველაფერ ამის სანაცვლოდ კი სპეცრაზმი „ომეგა ჯგუფის“ კომპანიებს დატოვებდა და მათ ამუშავების საშუალება მიეცემოდა.

მოწმის თქმით, ზაზა ოქუაშვილი ბიზნეს-წილების გადაცემას არ დასთანხმდა და ქვეყნიდან გავიდა, რასაც სპეცრაზმელების მიერ „ომეგა ჯგუფის“ საწარმოებისა და ოფისების დარბევა-გაძარცვა მიჰყვა.

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი საწარმოები უკანონოდ დაკისრებული საგადასახადო ვალდებულების აღიარებისა და ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის იძულებითი დათმობის შემდეგ ამუშავდა. ამ დროს სპეცრაზმის შეჭრიდან თითქმის ერთი წელი იყო გასული.

ნატო ჩხეიძემ სასამართლოზე აღნიშნა, რომ 2004 წელს, ტელეკომპანია „იბერიის“ ლიცენზიის იძულებით წაღებას და „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში სპეცრაზმის შეჭრას მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.

„იმით, რაც „ომეგა ჯგუფსა“ და „იბერიაში“ მოხდა, პრაქტიკულად, ტელევიზიებზე ძალადობა დაიწყო,“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ნატო ჩხეიძემ. მისივე თქმით, მაშინ ყველაზე გავლენიანი ის იყო, ვინც მიცემულ დავალებას კარგად ასრულებდა და როგორც კი დავალებას ვერ შეასრულებდა, აღარც გავლენიანი იყო და, შესაბამისად, აღარც - სანდო.

ამასთან, როგორც პროკურორმა ემზარ გაგნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ვითარებაში ხდებოდა უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ზეწოლა და ფსიქოლოგიური იძულება, რათა „ომეგა ჯგუფის“ საკონტროლო პაკეტი ხელში ჩაეგდოთ.

ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და ლიცენზიის იძლებით ჩამორთმევის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2016 წელს გახსნა და ერთ წელზე მეტია, საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. საქმეში ბრალდებულები არიან მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე. ამასთან, საქმეში მიხეილ სააკაშვილიც ფიგურირებს, რომელიც პროცესებს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ: ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიებში სპეცრაზმი 2004 წლის 19 თებერვალს შეიჭრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42