ყოფილი მთავარი პროკურორის მიერ ქვეყნის მთავარ აუდიტორზე თავდასხმა მედიისა და საზოგადოების მთავარი განსახილველი საკითხია, რომელიც ახალი სკანდალური ფაქტების გამომზეურების საფუძვლადაც იქცა. ლაშა თორდიამ ღიად განაცხადა, რომ საქმე ეხება პირად ანგარიშსწორებას, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ქვეყნის მთავარი აუდიტი ოთარ ფარცხალაძეზე სკანდალური მასალების გამოქვეყნებას გეგმავდა. არსებული დოკუმენტაცია თაროზე არ შემოდებულა და საზოგადოებისთვის ბოლო ორი დღის განმავლობაში ცნობილი გახდა, ქვეყანაში გამფებეულ კორუფციასა და მაღალჩინოსნებისთვსი ქონების გადაცემის ფაქტებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშრებით სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს.
გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ნადირაძემ ფარცხალაძის კორუფციულ გარიგებაზე ისაუბრა და შესაბამისი, ოფიციალური დოკუმენტაცია წარადგინა. დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2015 წელს ფარცხალაძემ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, სამგორის რაიონის ტერიტორიაზე შეიძინა მიწა 200 ათას ლარად, ერთი წლის შემდეგ კი კვლავ სახელმწიფოს მიჰყიდა მილიონ 200 ათას ლარად.
კიდევ ერთი სკანდალური საქმის დეტალებზე ისაუბრა, ევროპული საქართველოს წევრმა გივი თარგამაძემ, კერძოდ, როგორ განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის და მისი თანაგუნდელების კორუფციული სქემის მეშვეობით ბათუმისა და ფოთის პორტების გაკოტრება, საიდანაც იკვეთება, რომ ქვეყნის მაღალჩინოსნების ინტერესების დაკმაყოფილება სახელმწიფო ბიუჯეტს მილიარდების დაკარგვის ფასად დაუჯდა. მათ შორის, გივი თარგამაძემ, ოთარ ფარცხალაძის ლუკოილში დანიშვნის დეტალები გაახმაურა.
აღნიშნულ ფაქტებს სოციალურ ქსელში მოქალაქეების მხრიდან გამოხმაურებები მოჰყვა. სოციალურ ქსელ ფეისბუქში ივანიშვილის და კალაძის ფოტოც გამოჩნდა, წარწერით: შენ შრომობ, ისინი ჭამენ!

მასალის გამოყენების პირობები






