,,საგარეო უწყება უკვე ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს და შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება“ - ხულორდავა ზალბერის განცხადებაზე
პოლიტიკა - 15:38, 17 May, 2017     1538
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, აცხადებს, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერის განცხადება ევროკავშირის არ გამოხატავს.

როგორც „ნიუპოსტს“ უმრავლესობის დეპუტატმა თემის შეფასებისას განუცხადა, ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მყარი მხარდამჭერია და ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს.

"ამ საკითხზე არაერთი კომენტარი გაკეთდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც ვნახეთ, საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ევროკავშირის პოზიცია რა არის ამ კუთხით ესეც კარგად არის ცნობილი და არაერთხელ, არაერთ დოკუმენტში არის დაფიქსირებული. ევროკავშირი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მყარი მხარდამჭერია, ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს.

თქვენ გახსოვთ, ევროკავშირის პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმისა და არჩევნების ჩატარების თაობაზე. მათ არაერთხელ დაგმეს ეს ფაქტი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, ჩვენთვის ცნობილია ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია ამასთან დაკავშირებით, მე რამდენადაც ვიცი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს, დაინტერესებულია ამ ფაქტის გამოკვლევით და შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება, რადგან ეს პოზიცია, თუ ეს მართლა ასე იყო, არანაირად არ შეესაბამება იმ ოფიციალურ პოზიციას, რომელიც აქვს არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ მთელს საერთაშორისო საზოგადოებას მათ შორის ევროკავშირს"- განაცხადა თამარ ხულორდავამ "ნიუპოსტთან" საუბრისას.

ცნობისთვის, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ანატოლი ბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. ფაქტმა დიპლომატიური გაურკვევლობა გამოიწვია. აღნიშნულის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაიბარეს. ჰერმანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ზალბერი იზიარებს ევროკავშირის პოზიციას და არ აღიარებს ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42