"საფუძველი არ არსებობს, ევროკავშირის პოზიციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდეს“ - ქეთევან ციხელაშვილი
პოლიტიკა - 14:33, 17 May, 2017     1226

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის მიერ გუშინ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს უშუალოდ ევროკავშირის პოზიციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები გაჩნდეს“.

მისი თქმით, ევროკავშირის პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ცალსახა. ციხელაშვილი აცხადებს, რომ ჰერბერტ ზალბერის განცხადების ირგვლივ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაა ევროკავშირთან და ბრიუსელთან.

”ცხადია, ეს კომუნიკაცია გაგრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი განმარტება გაკეთდა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის მხრიდან... ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ევროკავშირმა ასევე ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ე.წ. არჩევნებთან და მის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. განცხადებები, რომელიც გავრცელდა მედიით, რა თქმა უნდა, ამ პოზიციასთან შესაბამისობაში არ მოდის, თუმცა, გარწმუნებთ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს უშუალოდ ევროკავშირის პოზიციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები გაჩნდეს. ამის თაობაზე დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ასევე გააკეთა ძალიან ცალსახა განცხადება”- განაცხადა ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ანატოლი ბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42