მეჭიაური "ნიუპოსტმა" ოჯახის სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილ აქცია-კონცერტზე ჩაწერა. ყოფილმა დეპუტატმა მიზანმიმართული შეტევა უწოდა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოში მუსლიმი მოსახლეობის უფლებები ირღვევა.
"მართლმადიდებლობას ყველა მხრიდან უტევენ, ტემპერატურის აწევა უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ლობირებით ხდება. ეს ყოველივე რელიგიური შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად, თითქოს ზოგიერთი რელიგიის წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში შევიწროებულები არიან”- განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნად თბილისში ლგბტი თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერები მიერ გამართული მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქცია "პროვოკაციაა".
"ეს უკვე სიმბოლურია, ისინი ხელისუფლებისკენ ინაცვლებენ, ადრე აქციებს სხვაგან მართავდნენ, ახლა მთავრობაში მიიწევენ, აღარ აკმაყოფილებთ ის, რომ თავიანთი ორიენტაცია სადღაც, თავისთვის წყნარ ვითარებაში დაიკმაყოფილონ. პარლამენტშიც უნდათ შესვლა და გარკვეულწილად ზოგიერთები ახერხებენ კიდეც"- განაცხადა მეჭიაურმა.
"ნიუპოსტის" კითხვაზე განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირებს სახელმწიფო უწყებებში მუშაობის უფლება არ აქვთ?! - ყოფილმა დეპუტატმა თქვა: "ყველაფერი აქვთ, მაგრამ სულ ეგენი ხომ არ უნდა იყვნენ კაცო?"
"მხოლოდ იმის გამო, რომ ხმას სუნი არ უდის, ზოგიერთები (პოლიტიკური პარტიები) მიდიან იმაზე, რომ უფრო იოლად დაითრევენ მათი (სექსუალური და რელიგიური უმცირესობების) ხმები: უცხო აღმსარებლობის პირების, უშენებენ, აყენებენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომ მათი ხმები იოლად წამოიღონ, ასევე განსხვავებული ორიენტაციის წარმომადგენლების ხმების დათრევაც უფრო ადვილია, თუ მათ კიდევ უფრო პირივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებ. ეყოლება გარანტირებული ამომრჩეველი, რომელიც საშუალებას მისცემს იყოს პირველ ადგილზე და დამთავრებულია ყველაფერი, ისეთი კანონი მიიღეს, რო ყველაფაერი პირველ ადგილზე გასულს შეხვდება, მთელმა ქართულმა მოსახლეობამ ხმა სხვადასხვა მხარეს რომ მისცეს, მათ ხმას მაინც პირველ ადგილზე გასულები მაინც წაიღებენ...
ბოლო კამპანიის მიხედვით, მუსლიმი აღმსარებლობის შევიწროება ხდება, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება. როცა ამდენი მეჩეთია და მათი უმრავლესობა უახლოეს პერიოდშია აშენებული, იმ პირობებში როცა ჩვენი ტაძრები თურქეთშია და ჩვენს თანამოქალაქეებს ლოცვისა და გალობის უფლებას კვირაში ერთხელაც არ აძლევენ, როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენთან ვიღაცა იჩაგრება.
მე წარმოშობით თიანეთიდან ვარ, იქ სულ სამი მოქმედი ტაძარია, არავინ გამოსულა პარლამენტის წინ და არ მოუთხოვია კიდევ აგვიშენეთ ეკლესიები ვერ ვლოცულბთო"- განაცხადა "ნიუპოსტთან" თამაზ მეჭიაურმა.
ყოფილი დეპუტატის თვლის, რომ სახელმწიფო ეკლესიას და მართლმადიდებლებს ნაკლებ ყურადღებას უთმობს.
„ვერ გეტყვით, რომ ეკლესია პრივილეგირებულია, ნამდვილად არ არის. ყოველშემთხვევაში უცხო ქვეყნის ზეგავლენის გამოა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შანტაჟის გამო, თუ ნაციონალების, რომ არ აიკიდონ სხვადასხვა ქვეყნები, რომლებსაც მეგობრებს ვერ ვუწოდებ, როგორც ეს ზოგოერთ ჩინოვნიკს უნდა - თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარიაო, ამას ვერ დავეთანხმები“- აღნიშნა მეჭიაურმა.
„ნიუპსოტი“ ამ განცხადების შემდეგ დაინტერესდა ყოფილი დეპუტატის მოსაზრებით „რუსეთი მტერია თუ მეგობარი?!“, რაზეც თამაზე მეჭიაურმა გვიპასუხა: „ისტორიულად რუსეთი არც მტერია... მტრობაც აქვს მაგრამ სიკეთეც აქვს ჩადენილი, წართმეულიც აქვს ტერიტორიები, მაგრამ დაბრუნებაშიც ხომ აქვს მიღებული მონაწილეობა?! - მაგალითად აჭარა ვისი დახმარებით დავიბუნებთ. რუსეთი არის ოკუპანტი, რომელთან საუბარის გარეშე ოკუპოირებული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია. რუსეთთან რას ვვომობთ ისეთს, რომ მოლაპარაკება არ შეიძლება?“.
მერვე მოწვევის პარლამენტარისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ "დედაქალაქში დაწესებულებების უმრავლესობას აბრა უცხო ენაზე აქვს გაკეთებული". მეჭიაურისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ტურისტების ნაკადის არსებობის არგუმენტიც.
"რესტორნები და დაწესებულებებზე უცხო ენაზე არიან გადასულნი, რომელ ქვეყანაშია ასე დაშვებული?! მაგალითად, პარიზში ყველამ თავის ენაზე აწეროს ყველაფერი? ტურიზმის განვითარება მიწების სხვისთვის გადაცემით, მათი ენის შემოღებით და სარწმუნოებაც რომ იმათი იყოს - დამთავრდება შენი ქვეყანა. ეკონომიკურად შეიძლება კარგად იყოს ყველა, მაგრამ ქვეყანა აღარ იქნება" - განმარტა მეჭიაურმა. ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
„ნიუპოსტი“ დაინტერესდა აპირებს თუ არა ყოფილი დეპუტატი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას და ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას, რომელიც მეჭიაურის მსგავსად, რუსეთთან დიპლომატიოური ურთიეწრთობისა და საუბრის მომხრეა. მეჭიაურმა სამომავლოდ ბურჯანაძესთან ალიანსი არ გამორიცხა.
„შეიძლება იდეის იდეის ირგვლივ, ეს იდეა არის ეროვნული. შეიძლება თემები ამოირჩეს. ჩვენი ამოცანები ყველაზე კარგად ილია ჭავჭავაძემ ჩამოაყალიბა - მამული, ენა, სარწმუნოება. რომელი პოლიტიკური ძალები ქინებიან ისინი ვინც უცხო ქვეყნიდან არ იქნებიან მმართულნი და ორიენტირებულები იქნებიან ძირითად ქვეყნის მთავარი საყრდენების გაძლიერებისთვის. პოლიტიკური ძალა იქნება თუ ცაკლეული პოლიტიკური ფიგურა მე შემიძლია გადავდო ამბიციები და დიდ გაერთიანებაში გავერთიანდე. არავითან გადაკვეთას არ გამოვრიცხავ, ვისაც ქვეყანა უყვარს“- დასძინა ყოფილმა დეპუტატმა.
მასალის გამოყენების პირობები






