ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისების საკითხში ჰერბერტ ზალბერის განცხადებას მმართველი გუნდის რიგებში ეხმაურებიან.
ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კი მიიჩნევს, რომ ზალბერს „სიტყვა წასცდა“ :
„მგონია, რომ სიტყვა წასცდა ან იფიქრა, რომ თავისი განცხადებით რაღაც ურთიერთობას მოაგვარებს და ჟენევაში ამ პროცესის განვითარებას ხელს შეუწყობს, რაც სიღრმისეული შეცდომაა. არ მინდა, ეს საკითხი ან მისი ეს გადაცდომა საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკას დავუკავშირო, რადგან არასწორი ვიქნები. მაგრამ ამ პიროვნებამ განცხადება თავად უნდა გააკეთოს. ეს არც არაფერს უწყობს ხელს და საქართველოს მიმართ კიდევ არაკორექტულ დიპლომატიურ ნაბიჯს დგამს. ეს ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის, რომლის შესახებაც ძალიან კარგად ვიცით“, - დასძინა ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






