ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ ფარცხალაძის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა სიმართლეს არ შეესაბამება და ეს ოპონენტების სამართლებრივი პოლიტიკური განცხადებებია. ამის შესახებ მოსიაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:
„მერიამ დააკმაყოფილა 2015 წელს კომპანიის მესაკუთრეების მიერ დაწერილი მოთხოვნა, რომლითაც წერია, რომ დაკმაყოფილდეს კომპანიის მოთხოვნა და ეს მიწის ნაკვეთი გადაეცეს ამ კომპანიას,“ - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.
აღნიშნულის შესახებ და კვლევაზე, რომელიც როგორც ითქვა კონფლიქტის მიზეზი გახდა, თორდია ბრიფინგის გამართვას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც დეტალებზე ისაუბრებს.
„იკვეთება ძალიან ბევრი კითხვა, თუ როგორ მოხდა მიწების გადაცემა, ჩანაცვლება, რა პირობებით, რა ვადებში და შემდგომ კორუფცია იყო თუ არა, უნდა დაადგინოს სამართალდამცავმა უწყება. თუმცა, მე მაგის იმედიც აღარ უნდა მქონდეს,“ - აღნიშნა თორდიამ.
მასალის გამოყენების პირობები






