ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ ფარცხალაძის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა სიმართლეს არ შეესაბამება და ეს ოპონენტების სამართლებრივი პოლიტიკური განცხადებებია. ამის შესახებ მოსიაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:
„მერიამ დააკმაყოფილა 2015 წელს კომპანიის მესაკუთრეების მიერ დაწერილი მოთხოვნა, რომლითაც წერია, რომ დაკმაყოფილდეს კომპანიის მოთხოვნა და ეს მიწის ნაკვეთი გადაეცეს ამ კომპანიას,“ - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.
მან აღნიშნა, რომ კომპანია 2016 წელს გადავიდა ფარცხალაძის საკუთრებაში და აქედან გამომდინარე, ადვოკატი „სამართლებრივ ბელეტრისტიკად“ მოიხსენიებს ოპონენტების კრიტიკას.
გაგი მოსიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიამ, რომელსაც ფარცხალაძე ამჟამად ფლობს, მიმართა მერიას და ეს მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონისთვის გადასცა.
„ამ კომპანიამ, რომელსაც უკვე ამჟამად ფარცხალაძე ფლობს, 4 თვის უკან მიმართა შესაბამის უწყებას, მერიის უწყებას, და მწვანედ მონიშნული ველი გადასცა კომპანიამ სახელმწიფოს საკუთრებაში,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






