ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია საქართველოში საინფორმაციო კამპანიას იწყებს
პოლიტიკა - 17:47, 16 May, 2017     1177
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია მიიღო. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი.

ჰააგის პროკურატურისა და სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი საქართველოში საინფორმაციო კამპანიის წარმოებაა, რომლის ფარგლებშიც ისინი ქართულ საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას ჰააგის სასამართლოსა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, განუმარტავენ პროცედურებს, გამოძიების შესაძლო ვადებსა და შედეგებს.

„იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო და გაშალა საინფორმაციო კამპანია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ გვქონდა შეხება ჰააგის დელეგაციასთან, რომლის ვიზიტი ემსახურება იმავე მიზანს. ისინი ჩაერთვებიან ამ კამპანიაში და ქართული საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს გაუზიარებენ ინფორმაციას, რა სტადიაზეა გამოძიება და რა შესაძლებლობები აქვს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რომ მიღწეულ იქნას ის მიზანი, რაც ყველას ერთად გვამოძრავებს − აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება 2008 წლის ომის პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

ვიზიტის ფარგლებში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია იძულებით გადაადგილებულ პირებს, არასამთავრო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათ კითხვებს უპასუხებენ.

დელეგაციის ვიზიტამდე იუსტიციის სამინისტრომ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ფართო საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მინისტრის მოადგილე და სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ იძულებით გადაადგილებულ პირებს კოდაში, წეროვანში, ხაშურსა და გორში; სტუდენტებს გორის უნივერსიტეტსა და თსუ-ში, არასამთავრობო ორგანიზაციებს. გოჩა ლორთქიფანიძემ მათ ინფორმაცია მიაწოდა ჰააგაში მიმდინარე გამოძიების პროცედურებსა და შესაძლო ვადებზე, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს კი მათი გამოძიების პროცესში ჩართვის მექანიზმები განუმარტა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებს იძიებს. ნებართვა ჰააგის პროკურორისადმი საქმეზე გამოძიების დასაწყებად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 27 იანვარს გასცა. გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები სრულად შესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

სასამართლოს შეფასებით, 2008 წელს სახეზე იყო საერთაშორისო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის;

გადაწყვეტილებაში არაერთგზისაა ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია;

გამოძიებაზე ნებართვა გაიცა რამდენიმეთვიან პერიოდზე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე, რაც საშუალებას აძლევს

საქართველოს, გამოძიებას დაუქვემდებაროს აგვისტოს ომის წინაპირობები;

ჰააგის პროკურორს გამოძიების ნებართვა მიღებული აქვს ყველა ტიპის დანაშაულზე, რომის სტატუტიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობების საქმის გამოძიებას;

გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას; ნათქვამია, რომ ის მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას.

ქართული მხარე ჰააგის სასამართლოსთან გამოძიების ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42