"ეს საკითხი პარლამენტის განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ იქნება"- კობახიძე ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა
პოლიტიკა - 17:38, 16 May, 2017     1211
„ეს არის უაღრესად აქტუალური საკითხი. განსაკუთრებით პარლამენტისთვის. ჩვენ მივაქცევთ ამ საქმეს ყურადღებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გარდა ცალკეული დანაშაულის გამოძიებისა, კონსტიტუციური ორგანოების სათანადო ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი. ამას ბუნებრივია, ალტერნატივა ვერ ექნება,“- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აუდიტის სამსახურის უფროსის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

„გამომდინარე იქედან, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი თანამდებობა, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს პარლამენტთან, განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ იქნება ეს საკითხი საქართველოს პარლამენტისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამართალდამცველ სტრუქტურებს, რომ სათანადოდ გამოიძიონ ეს საქმე და ყველა დამნაშავე აუცილებლად სათანადოდ უნდა დაისაჯოს,“- ,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციური ორგანოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის სავარაუდო ცემის ფაქტი არის განსაკუთრებული ყურადღების საგანი და იწვევს საზოგადოების ვნებათაღელვას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქმე სასწრაფოდ იყოს გამოძიებული. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე არ განიხილება. შესაბამისი გადაწყვეტილება საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობისა და ტემპების შესაბამისად იქნება მიღებული.

„რაც შეეხება კომისიას. ჩვენ ჯერ უნდა შევხედოთ გამოძიების მიმდინარეობას. თუ დავინახავთ, რომ ამ პირობებშიც არის საჭირო საპარლამენტო- საგამოძიებო კომისიის შექმნა, ესეც შეგვიძლია განვიხილოთ. ჯერ ჩვენ უნდა დაველოდოთ ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობას. მთავარია სწრაფად წარიმართოს ეს პროცესი. ჩვენ თუ დავინახავთ, რომ სათანადო ტემპით არ წარიმართება გამოძიება, ამ შემთხვევაშიც , ბუნებრივია გვექნება ის რეაგირება, რაც შედის ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქმის იურიდიულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით განმარტა, რომ თეორიულად შესაძლოა მხედველობაში სხვადასხვა მუხლი იყოს მიღებული, თუმცა, პარლამენტი მეთვალყურეობას გაუწევს თუ რამდენად სწორი კვალიფიკაციით წარიმართება საქმის გამოძიება.

„ რაც შეეხება იურიდიულ კვალიფიკაციას, ესეც არის ჩვენი ინტერესის საგანი. არის სხვადასხვა მუხლი, რომელიც შეიძლება თეორიულად მხედველობაში მივიღოთ. თუ სამსახურებრივ მოვალეობას უკავშირდება კონკრეტული ფაქტი, ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა მუხლითაც დაკვალიფიცირდეს ეს ყველაფერი. ამ ეტაპზე კონკრეტული მუხლით არის აღძრული ეს საქმე. მთავარია, რომ საბოლოო ჯამში სწორი კვალიფიკაცია მიეცეს საქმეს და ესეც იქნება ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42