ფოტოგრაფი Maria Che ასწელსმიღწეული ხასან და ზექიე თურმანიძეების ფოტოს აქვეყნებს. ისინი სოფელ მერისში ცხოვრობენ და 76 წელია ცოლ-ქმარი არიან.
მათ 162 შთამომავალი ჰყავთ- 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი.
"ეს ჩვენი რელიქვიაა, ადამიანები რომლებიც ქმნიან ისტორიას. აწყმო და მომავალი.სიყვარული,მეგობრობა,ოჯახური თანაცხოვრების ერთად განვლილი 76 წელი.
ოჯახი სიყვარულს რომ უნდა ეფუძნებოდეს, რომელსაც არც დრო აქვს და არც ასაკი, ამისი ნათელი მაგალითი ქედის მუნიციპალიტეტის მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები თურმანიძეების ოჯახია. 95 წლის ხასან და 94 წლის ზექიე თურმანიძეების ოჯახს უნიკალურობას მათი 76 წლიანი თანაცხოვრება სძენს. წყვილმა 1941 წლის 20 მაისს იქორწინა და ქვეყანას 162 შთამომავალი გაუზარდა: 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი."





წყარო maria che
მასალის გამოყენების პირობები






