საქართველოს დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
პოლიტიკა - 15:24, 16 May, 2017     960
2017 წლის 15 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. ქართული მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა.

მხარეებმა შეაფასეს 39-ე რაუნდის შედეგები და ისაუბრეს მომდევნო რაუნდზე განსახილველი საკითხების შესახებ. აქცენტი გაკეთდა ბოლო თვეების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, კერძოდ, ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერაზე. მან ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით 9 აპრილს გამართული ე.წ. რეფერენდუმი შეაფასა ასევე, როგორც ანექსიისათვის საფუძველის მომზადება.

ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევასა და ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესზე. ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და შესრულების აუცილებლობას, რაც გარანტირებული უნდა იქნას ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნით, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს.

ხაზი გაესვა აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებული ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების შედეგად გამოწვეულ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს. საუბარი შეეხო ისეთ მწვავე პრობლემებს, როგორიცაა: თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და სხვ. აქცენტი გაკეთდა გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ ამ საკითხის მოუგვარებლობა სერიოზულად აფერხებს დიალოგს და პროგრესის შესაძლებლობას სამშვიდობო პროცესში.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების ჰუმანიტარულ საკითხზე საგნობრივი მოლაპარაკებებისა და პროგრესის აუცილებლობას. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სამშვიდობო პროცესში კონსტრუქციულად მონაწილეობის მზადყოფნა და იმედი გამოთქვა, რომ მონაწილეები რუსეთის ფედერაციიდან ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ჟენევის ფორმატის მანდატში შემავალ ძირითად საკითხებზე არსებითი მოლაპარაკებების წარმართვას.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, მე-40 რაუნდი 2017 წლის 20-21 ივნისს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42