კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში აუცილებლად ჩატარდება- მდინარაძე
პოლიტიკა - 15:03, 16 May, 2017     1149
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში გუშინ თბილისში მომხარ ფაქტთან დაკავშირებით საორგანიზაციო კომისიის წევრებმა შეფასებები გააკეთეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონის შესაბამისად კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და იგი თბილისში აუცილებლად გაიმართება.

მამუკა მდინარაძე: „თბილისში აუცილებლად ჩატარდება განხილვა. გაგრძელდება ზოგადად საყოველთაო-სახალხო განხილვები. კანონიც ამას ითვალისწინებს, რომ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში განხილვები უნდა გრძელდებოდეს. ჩვენ დღეს კომისიაზე განვიხილავთ ამ საკითხებს და ორგანიზაციულ დეტალებს შემდეგ მოგახსენებთ. რაც შეეხება უსაფრთხოებას და სხვა საკითხებს, ჩვენ ვიქნებით ყურადღებით ყველა დეტალის მიმართ და შევეცდებით, რომ ერთი მხრივ, დემოკრატიული გარემო და უსაფრთხოება, და ასევე, პროვოკაციების თავიდან არიდებაც იყოს უზრუნველყოფილი. გუშინ წინასწარ ვიცოდით რომ გარკვეული ჯგუფის მიერ მზადდებოდა პროვოკაციული მოქმედებები, თუმცა კონკრეტული სახელის და გვარის დასახელებას მოვერიდეთ. მათი გამოხატვის ფორმა იყო ბოლშევიკური და არ ემსახურებოდა რეალურად პოზიტიურ მიზნებს. აქედან გამომდინარე, ეს არ არის გამოხატვის ის ფორმა, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და ყველას ვურჩევ მონაწილეობა მიიღონ რეალურ განხილვებში და ყველანი ერთად ვიყოთ შედეგზე ორიენტირებული“.

საორგანიზაციო კომისიის წევრი ვასილ გონაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას საშუალება უნდა მიეცეს ნორმალურ პირობებში გაეცნოს კონსტიტუციურ ცვლილებებს და საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვან. „როგორც გუშინ გამოჩნდა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პროცესის კანონის ფარგლებიდან გატანას, ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ. მოსახლეობას საშუალება უნდა მივცეთ, რომ შეძლონ სამართლებრივად კორექტული შენიშვნები გამოთქვან კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. საორგანიზაციო კომისია მზად არის მიიღოს ნებისმიერი ასეთი გამოთქმული მოსაზრება და სწორედ ამისთვის იმართება საყოველთაო-სახალხო განხილვები. კომისია საქართველოს რეგიონებში გასვლას და მოსახლეობის მოსაზრებების გაცნობას მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნა ვასილ გონაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42