საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ქართული წარმოშობის 325 „კანონიერი ქურდია“ დარეგისტრირებული, რომელთა ძალიან მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეში იმყოფება, დანარჩენი - პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროკავშირის ქვეყნებში.
"ყველაზე მაღალი ხელშეკრულება გავაფორმეთ, რაც შეიძლება ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს. ეს დიდ შესაძლებლობას გვაძლევს, რათა ევროპის პოლიციის სამსახურთან თანამშრომლობა გავაღრმავოთ. კონკრეტულად, ევროპული ქვეყნების პოლიციებთან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ საკმაოდ მაღალი სტანდარტი გვაქვს, რადგან ევროპასთან ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ ამერიკას, ნორვეგიას, შვეიცარიას. ანუ, მათ, ვისაც მაღალი საპოლიციებო სტანდარტები აქვთ. ქართული წარმოშობის 325 კანონიერი ქურდია დარეგისტრირებული, რომელთა ძალიან მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეში იმყოფება, დანარჩენი - პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროკავშირში. როცა ერთ ქვეყანაში უკანონო შემოსავლების მიღება ხდება, მეორე ქვეყანაში ამის გათეთრება, ევროპოლთან შეთანხმება შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ეს სურათი სრულად დავინახოთ და ლოკალურად კონკრეტულ ქვეყნებთან არ ვიმუშაოთ, რომლებთანაც ისედაც ვთანამშრომლობთ", - განაცხადა ხუციშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






