გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერს ანდრეი დანკოს შეხვდა
პოლიტიკა - 17:54, 15 May, 2017     972
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერს ანდრეი დანკოს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერის საჭიროებას ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წინსვლისათვის შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.

შეხვედრაზე მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში-ევროპის საბჭოს, ნატო-სა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების საკითხი ხშირად დაისვას და შენარჩუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში, რადგან რუსეთმა საქართველოს მცოცავი საოკუპაციო რეჟიმი უკვე აშკარა ანექსიაში გადაზარდა.

ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორების აქტიური მონაწილეობის გადამწყვეტ როლს ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავებაში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები - მამუკა ჩიქოვანი, რომან გოცირიძე, ადა მარშანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42