რელიგიათა საბჭომ სახელმწიფო უწყებების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიაორგანიზაციებისადმი რეკომენდაციები შეიმუშავა
პოლიტიკა - 16:50, 15 May, 2017     1066
2017 წლის 15 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები წარმოადგინა, რომელსაც სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო უწყებების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მედიაორგანიზაციებისადმი მომზადებული რეკომენდაციები სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა (იურისტებმა, მედიისა და რელიგიის მკვლევარებმა) და რელიგიათა საბჭოს წევრებმა 2016-2017 წებში შეიმუშავეს. დოკუმენტში ასახულია საქართველოში რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები და წარმოდგენილია ამ გამოწვევის გადაჭრის გზები. მათ შორის, კანონმდებლობაში არსებული ნორმების ცვლილების აუცილებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ეფექტურად იქნას გამოძიებული რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულებები; აღმოიფხვრას არათანაბარი ან დისკრიმინაციული მოპყრობა, რელიგიური უმცირესობებისათვის საკულტო ნაგებობაზე მშენებლობის უფლების გაცემის არასათანადო პრაქტიკა, ისტორიულ ნაგებობებთან დაკავშირებული პრობლემები, უზრუნველყოფილი იყოს საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლების და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა და სხვა.

რელიგიათა საბჭომ რეკომენდაციებით მიმართა მედიასაც, რითიც რელიგიური მრავალფეროვნების სრულფასოვანი ასახვისა და ქსენოფობური გაშუქების თავიდან აცილების მიზნით, საკითხებისადმი მეტი მგრძნობელობის, კვალიფიკაციისა და ინტერესის გამოხატვისკენ მოუწოდა.

ღონისძიების გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის აუცილებლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიათა საბჭოსთან და გაითვალისწინებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული გამოწვევები ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა წარმოადგინა.

რეკომენდაციები წარადგინეს ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ ღავთაძემ, ასევე, რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფის წევრებმა: საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ, კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელმა გიორგი ცხომელიძემ, სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა ლელა ხონელიძემ, მუსლიმთა კავშირის თავჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ და ადვენტისტური ეკლესიის ხუცესმა ბორის ჭარაიამ.

ღონისძიება აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ხელშეწყობით გაიმართა.

იხილეთ რეკომენდაციების ელექტრონული ვერსია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42