"რუსეთი მხოლოდ საკუთარი ინტერესების გატარებაზე ფიქრობს" - სლოვაკეთის პრეზიდენტი
პოლიტიკა - 16:49, 15 May, 2017     776
სლოვაკეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველო დღეს უსაფრთხოების თვალსაზრისით რთული ვითარების წინაშეა, ამიტომ სლოვაკეთი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, რომ გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა.

"როცა საქართველოში ვნახე მავთულხლართების იქით მხცოვრები ადამიანი, თვალი ამეხილა რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოს მიმართ. ეს არის მნიშვნელოვანი გაფრთხილება თითოეული ჩვენთაგანისათვის. რუსეთი მხოლოდ საკუთარი ინტერესების გატარებაზე ფიქრობს '', - განაცხადა ანდრეი კისკამ.

ანდრეი კისკას განცხადებით, სლოვაკეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია და სურს, რომ საქართველო უსაფრთხოდ იყოს და დაცულად გრძნობდეს თავს.

"ნატო-ს მომავალი სამიტი, იქნება პირველი სამიტი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი ბატონი ტრამპი მიიღებს მონაწილეობას, და მე მოუთმენლად ველი იმ შეტყობინებებს, მესიჯებს, რომლებსაც გაახმოვანებს ამერიკის პრეზიდენტი.

ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმინე ის ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები გვერდით უდგას საქართველოს და ის მთლიანად გმობს, კვლავ და კვლავ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას.

საქართველოს მოსახლეობა საჭიროებს უსაფრთხოების შეგრძნებას. ყველაზე ცუდია, როდესაც ადამიანი უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს; ამიტომ, ჩვენ ველით ნატო-ს სამიტისაგან ნათელ სიგნალს, გარდა იმისა, რომ ჩვენ შიდა საკითხებზე ვსაუბრობთ და ჩვენს აზრს გამოვთქვამთ, ველით ნატო-საგან სრულიად მკაფიო სიგნალს, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობა ძალიან დიდ მხარდაჭერას საჭიროებს,“ - აღნიშნა ანდრეი კისკამ.

ანდრეი კისკას განაცხადებით, საქართველო - სლოვაკეთის თანამშრომლობის სივრცე უფრო და უფრო იზრდება.

"ევროვაკშირთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია - ეს არის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა, რაც უდიდეს პროგრესს წარმოადგენს. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ გაიზიარონ ევროპული ღირებულებები,'' - აღნიშნა ანდრეი კისკამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42