რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ TI-ს საკანონმდებლო წინადადებას განათლების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
პოლიტიკა - 16:26, 15 May, 2017     1363
„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ საკანონმდებლო წინადადებას, ისეთი საარჩევნო აგიტაციის და რეკლამის აკრძალვას შესახებ, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის, პარლამენტის განათლების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს რამდენიმე კანონში, მათ შორის მაუწყებლობის შესახებ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონებში და საარჩევნო კოდექსში.

საკანონმდებლო წინადადება საერთაშორისო გამჭირვალეობა - საქართველოს საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ წარმოადგინა. მისი თქმით, კანონპროექტი კრძალავს: წინასაარჩევნო რეკლამას, რომელიც შეიცავს ომისა და ძალადობის პროპაგანდას; არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

„რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებამდე იკრძალება ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის და ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს. მაუწყებელი არ აგებს პასუხს პოლიტიკური და წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე, რეკლამის შინაარსზე მსჯელობა სასამართლოს კომპეტენციაა“, -განაცხადა ლიკა საჯაიამ.

მარიამ ჯაშის განცხადებით, რუსეთთან ბოლო წლების პრაგმატული დამოკიდებულებით საქართველომ შეძლო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს უპრეცედენტო წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ნამდვილად ისტორიული რეზოლუციის მიღების შედეგად“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისივე განცხადებით, რამდენადაც წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების სამართლებრივი ასპექტები, განსაკუთრებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიენებების შესახებ კანონებთან მიმართებაში არის პრობლემური, პროცედურულად კომიტეტი ამ ეტაპზე მხარს ვერ დაუჭერს, თუმცა მზად არის იმუშაოს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ კანონებში იყოს აკრძალული რეკლამა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კონსტიტუციურ წყობას, ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნის.

უმრავლესობის წევრებს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით ქონდათ, ხომ არ გამოიწვევდა საკანონმდებლო ცვლილება რუსეთის გაღიზიანებას. საბოლოოდ კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ინიციატივის შინაარსს ეთანხმება, თუმცა სამართლებრივი შენიშვნების გამო კომიტეტი დადებით დასკვნას ვერ დადებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლის განცხადებით მისთვის უარის თქმის მიზეზები გაუგებარია.

ინიციატივის განხილვა მალე იურიდიულ კომიტეტში გაგრძელდება, რომელიც წამყვანი კომიტეტია და რომლის დასკვნაზეც იქნება დამოკიდებული საკანონმდებლო წინადადების ბედი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42