თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოს წინაშე სანდრო გირგვლიანის საქმეზე იკითხება.
ყოფილი მაღალჩინოსანი ირწმუნება, რომ
"საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსში იყო, თუმცა თანაგუნდელების, მათ შორის დათა ახალაიას დასჯა არ სურდა".
მისივე განცხადებით, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამერიკაში მყოფი მისი და დაუკავშირდა და გარდაცვალების დეტალების დაზუსტება სთხოვა.
"მაშინდელი შსს მინისტრთან და მისი მოადგილესთან დაკავშირებით, დეტალების გარკვევის მერე ცალსახა გახდა, რომ დათა ახალაია, ვასილ სანოძე და რამდენიმე პირი, ამ საქმეში იყო ჩართული, რაზეც საქმის კურსში იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ესაუბრა გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე. მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად იცოდა საქმის დეტალები, მაგრამ არ სურდა თანაგუნდელების დასჯა, მათ შორის დათა ახალაიასი. ვანო მერაბიშვილის პარლამენტში გამოსვლამდე, სანამ საზოგადოებას ფარსის მატარებელ ვერსიას შესთავაზებდნენ, მე მას ვესაუბრე. ემოციური საუბარი იყო. როგორც ვანომ მითხრა, მის შვილს ბაღში ეუბნებოდნენ, რომ ის და მისი მეუღლე გირგვლიანის მკვლელები იყვნენ. ვანო წუხდა შვილის ემოციის გამო და რამდენჯერმე ცრემლიც წამოუვიდა. არაერთხელ განვიხილე მიშა სააკაშვილთან ეს საკითხი. თავიდან სააკაშვილი ნეიტრალურ პოზიციას იჭერდა, მაგრამ შემდეგ, ხაზი გაუსვა, რომ ამ ადამიანების დასჯა ქვეყნის და გუნდის ჩამოშლას გამოიწვევდა", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






