"შვილმკვდარი დედის ტრაგედიას თავიანთი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად იყენებენ"- კალაძე
პოლიტიკა - 15:16, 15 May, 2017     5030
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "დესტრუქციული ძალები" მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

მინისტრის თქმით, დესტრუქციულ ძალებში, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობს, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

”ესენი არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც შვილმკვდარი დედის ტრაგედიას იყენებენ თავიანთი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად”- განაცხადა მან.
მისი განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზები მშენებლობას ეწინააღმდეგებიან ის ადამიანები, ზოგადად ქვეყანაში ყველა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება.

”საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით მიიღო ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამ გეგმის ნაწილია ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ელექტროგადამცემი ხაზები. ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით გარკვეული დესტრუქციული ძალები ეწინააღმდეგებიან არამხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას ზოგადად, არამედ ქვეყანაში ყველა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ განვითარებას. ჩვენ ბოლო კვირების განმავლობაში ვისმენთ ამ ადამიანების მხრიდან ცილისმწამებლურ განცხადებებს და ისინი ყველანაირად ცდილობენ, თავიანთი დეზინფორმაციით ადგილობრივი მოსახლეობა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეიყვანონ შეცდომაში. ვისმენთ განცხადებებს, თითქოს ეს ხაზები საშიშია ჯანმრთელობისთვის, იწვევს მეწყერს, ვაზიანებთ გარემოს, ვაუბედურებთ ოჯახებს და ა.შ. ეს არ იკმარეს და ბოლო ორი დღის განმავლობაში გვაბრალებენ ბარბაროსულ და ვანდალურ ქმედებებს, თითქოს ჩვენ მოვთხარეთ საფლავები და მიცვალებულებს შეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუეა”, - განაცხადა კახა კალაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42