NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63% ტავს დაუსაქმებლად თვლის.
კითხვაზე, ამ ჩამონათვლიდან რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას, პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:
უმუშევარი და ვეძებ სამსახურს - 37%
პენსიონერი და არ ვარ დაინტერესებული სამსახურის პოვნით - 24%
დიასახლისი - 13%
უმუშევარი და დაინტერესებული ვარ სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ვეძებ სამსახურს - 9%
უმუშევარი და არ ვარ დაინტერესებული სამსახურის პოვნით (დიასახლისის გარდა) – 7%
სტუდენტი - 5%
პენსიონერი და ვეძებ სამსახურს - 2%
ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - 2%
პენსიონერი და ვარ დაინტერესებული სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ვეძებ სამსახურს - 1%
საზოგადოებრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, აპრილში ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით 2 ათას 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მასალის გამოყენების პირობები






