საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გამართეს
პოლიტიკა - 13:39, 15 May, 2017     1070
გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და სლოვაკეთის სახელმწიფო დელეგაციებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს დელეგაციას გაფართოებული შეხვედრის დაწყებისას ის ფოტო აჩვენა, რომელიც მან საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას დაახლოებით ერთი წლის წინ, საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთში გადაიღო.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერისათვის და ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

მხარეებმა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საკითხებზე საუბრისას ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოების აუცილებლობასა და ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდას, რათა ორივე ქვეყანამ სრულად გამოიყენოს რეალური ეკონომიკური პოტენციალი.

ქართულმა მხარემ გამოხატა ინტერესი საქართველო- სლოვაკეთს შორის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის.

ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კავშირგაბმულობის მიმართულებით.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის პრეზიდენტს სლოვაკეთის უნივერსიტეტებში სტუდენტებისათვის სტიპენდიების მინიჭებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის განხადებით, საქართველო მიზნად ისახავს გახდეს ახალი სასწავლო ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ს ქვეყნების ახალგაზრდებისათვის და ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს მათ დასავლური განათლების მიღების შესაძლებლობა.

გაფართოებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები - მამუკა ჩიქოვანი, რომან გოცირიძე, ადა მარშანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42