​გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 13:26, 15 May, 2017     867
ბრატისლავაში გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა სლოვაკეთის სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს და დელეგაციის წევრები წარადგინეს.

გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ანდრეი კისკასთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების და გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბრატისლავაში გიორგი მარგველაშვილის მეორე ოფიციალური ვიზიტი მნიშვნელოვანი პარტნიორობის დემონსტრირებაა ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების გასაღრმავებლად.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით დააჩქარონ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება ნაყოფიერი ურთიერთობებისა და ხელშესახები შედეგების მისაღწევად.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთს, როგორც ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელ ქვეყანას, შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭების პროცესში გამოხატული მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერის საჭიროებასა და მნიშვნელობას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წარმატების მისაღწევად.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ "კონსოლიდირებული ასიგნების აქტის" ხელმოწერის მნიშვნელობის შესახებ და განაცხადა, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რუსეთის ფედრაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია მცოცავი ოკუპაციის რეჟიმიდან აშკარა ანექსიის რეჟიმზე გადავიდა, ამიტომ აუცილებელია, რომ საქართველომ მოკავშირეებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ანტიანექსიური პოლიტიკა შეიმუშაოს და შემდგომი ანექსიის თავიდან ასაცილებლად კოორდინირებული ნაბიჯები გადადგას. ამ კუთხით, კი, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, საქართველოს პარტნიორების აქტიური მონაწილეობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ანდრეი კისკასთან შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე, ბრიუსელში საქართველოს მეგობრებმა და მოკავშირეებმა უმაღლესი დონის შეხვედრებისას დააფიქსირონ საქართველოს პოზიცია, ალიანსში მისი მნიშვნელოვანი როლი და უზრუნველყონ საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი.

შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის სტაბილური განვითარებისა და უსაფრთხოების სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროპისათვის. ამ თვალსაზრისით, გიორგი მარგველაშვილმა ვიშეგრადის ჯგუფისა და შავი ზღვის რეგიონს შორის პარტნიორობის გაფართოების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს, რომელმაც უნდა გამოკვეთოს ჩვენი ურთიერთობების პრაქტიკული შედეგები და შეიმუშაოს მომავალი ხედვა ურთიერთობების შემდგომ პროგრესული განვითარებისათვის. აღინიშნა, ამავე სამიტზე, სლოვაკეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა ერთობლივი დეკლარაციის შემუშავების პროცესში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42