"შრომის პირობების მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, დღეს ვხედავთ 4 ადამიანს სამარეში" - გიორგი სოფრომაძე
პოლიტიკა - 13:02, 15 May, 2017     1698

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თბილისში კონსტიტუციის პროექტის განხილვა ჩაშლილად გამოაცხადა.

გახილვა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უნდა გამართულიყო, თუმცა დარბაზში შეკრებილთა ნაწილი კობახიძეს განხილვის დაწყების საშუალებას არ აძლევდა. რის შემდეგ კობახიძემ მათ სიტყვით გამოსვლის უფლება მისცა, თუმცა დარბაზში სიტუაციის მართვა შეუძლებელი გახდა.


დარბაზში სიტყვით გამოვიდა "აუდიტორია 115-ის" წევრიც გიორგი სოფრომაძე, რომელმაც მშორმელთა უფლებების დაცვაზე და ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე გაამახვილა ყურადღება.

"რამდენიმე დღის წინ 4 მეშახტე დაიღუპა ქალაქ ტყიბულში, მთელი ქალაქი გლოვობს და სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ ფასადურ სოლიდარობას აცხადებს. კერძო მესაკუთრემ მოკლა ადამიანები, მაგრამ სახელმწიფო ისევ დუმს, სახელმწიფო, რომელიც ბიზნესის მარიონეტად არის ქცეული.

ეს არის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ მრავალი წელია ვხედავთ. ეს არ არის ახალი, ეს არის ძველის გაგრძელება. ჩვენ ვხედავთ სცენაზე ადამიანებს, რომლებიც გველაპარაკებიან ფასადური სოლიდარობის ენით, მაგრამ ერთი წლის წინ, მე მახსოვს, ახლა უკვე მინისტრთა კაბინეტის და სამთავრობო ძალების ახლოს მყოფი ფიგურა, რომელიც მეშახტეებს ჰპირდებოდა სხვადასხვა დახმარებას. მაგრამ ზუსტად შრომის პირობების მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო დღეს ჩვენ ვხედავთ 4 ადამიანს სამარეში. აი, ეს არის ტყიბულის რეალობა. წინა წლებში და წელს, მშრომელები იღუპებიან დასაქმების ადგილას, ამ დროს ჩვენ ჩვენ ვხედავთ გარემოვაჭრეებს მრომლებსაც უმძიმესი სციალური მდგომარეობა, ვხედავთ სპეცრაზმი როგორ უპირისპირდება მთაში ადამინებს...

დღეს ჩვენ რას ვაწყდებით?! ვაწყდებით მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესელიტებზე და პოლიტიკურელიტებზე მორგებულ კონსტიტუციას და ეს კონსტიტუცია არ არის სახალხო" - განაცხადა სოფრომაძემ.

ირაკლი კობახიძემ საკონცერტო დარბაზში განვითარებულ მოვლენები პროვოკაციად შეაფასა მან ჯგუფს, რომელიც მას საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყების საშუალებას არ აძლევდა, კომუნისტები უწოდა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42