კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვა თბილისში ჩაიშალა, ირაკლი კობახიძემ ამის მიძეზად აუდიტორია 115-ის წევრები და ის პირები დაასახელა, რომლებიც დარბაზში საპრტოტესტო გამოსვლები მიწის გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით დაიწყეს:
„ამ ხალხს ინფორმაციის მიღება არ უნდა ამ ხალხს უნდა ტყუილის თქმა, ბატონმა სანდრომ ეს ტყუილი კიდევ ერთხელ გაიმეორა. უცოდინრებს მოგიწოდებთ, რომ იაროთ ცოდნის გზით, უცოდინარი თქვენ გიწოდათ ბატონმა სანდრომ. თევან არ გინდათ კითხვებზე პასუხის მიღება, არ გინდათ თქვენი ცოდნის გაღრმავება, ეს არის რეალობა. ორი ძირითადი გზავნილი გაჟღერდა ერთი მიწასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა რომ თქვენ ინფორმაცია არ გაქვთ და არც გინდათ მიიღოთ იმიტომ რომ აქ არის ტრანსფარანტი „აიკრძალოს მიწების გაყიდვა“, საუბარია იმაზე რომ შედის ცვლილებები, მაგრამ თქვენ ინფორმაციის მიღება კი არ გინდათ , გინდათ მოაწყოთ პროვოკაცია. იგივე ეხება ფსევდოსოლიდარობას, კომუნისტების სოლიდარობა არ გაიშვა, არ არსებობს კომუნისტების სოლიდარობა, ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი არ არის საქართველოში. ასე თქვენ ვერ წახვალთ შორს, კომუნიზმის შედეგია რომ თქვენ ჯერ ვერ გაგიღრმავებიათ ცოდნა, კომუნიზმი და ცოდნა ერთმანეთთან შეუთავსებელია. მე ვერ ვხედავ ამ ფორმატში შეხვედრის გაგრძელების საჭიროებას, იმიტომ რომ აქ კითხვები არ ისმება იმისათვის რომ მიიღონ პასუხები, არამედ იმისთვის რომ მოაწყონ პროვოკაცია. პროვოკაციების დრო აქ არ არის , საქართველოში დამთავრდა კომუნიზმის დრო, ჩვენ ვივლით ილია ჭავჭავაძის გზით და კონსტიტუციაც ამას ემსახურება. ქართული საზოგადოება არის ილია ჭავჭავაძის და არა მენშევიკების და ბოლშევიკების“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„შეგვიძლია დღევანდელი შეხვედრა დახურულად გამოვაცხადოთ“- აღნიშნა კობახიძემ მისი თქმით სხდომის ჩაშლის მიზეზი „კომუნისტი და რუსეთუმე“ ადამიანების პროვოკაცია გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






