რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი არ აძლევს 2500 კაცს იმის საშუალებას განიხილოს კონსტიტუცია - კობახიძე
პოლიტიკა - 12:33, 15 May, 2017     5228
დიდ საკონცერტო დარბაზში მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისა და ხმაურის გამო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ამ დრომდე ვერ იწყება.

ირაკლი კობახიძემ დიდ საკონცერტო დარბაზში განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციად აფასებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ფილარმონიაში მყოფ პირთა ნაწილს "კომუნისტები" უწოდა.

”ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა პროვოკაცია. ამაზე ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ დღევანდელი შეხვედრის წინ. ჩვენი დღევანდელი ამოცანა არის კონსტიტუციაზე მსჯელობა. ყველას ვთხოვთ, ახალგაზრდებო გთხოვთ, რომ აქ შეკრებილ 2500 ადამიანს მივცეთ საშუალება გაიგოს თუ რა ცვლილებები შედის კონსტიტუციაში. შესაძლოა ეს არ გაინტერესებს, თუმცა 2500 ადამიანია შეკრებილი ამაზე სამსჯელოდ. აქ ადამიანები გარკვეული მოთხოვნებით მოვიდნენ, თუმცა იმის მოსმენაც არ უნდათ, რას ვპასუხობთ ამ მოთხოვნებზე. თუ გაინტერესებთ რა პასუხები გვაქვს, გთხოვთ, მოისმინოთ რა ცვლილებები შედის. თუ თქვენი ამოცანაა მხოლოდ დესტრუქცია, ამ შემთხვევაში გთხოვთ პროვოკაციებისგან თავი შეიკავოთ. თქვენ აირჩიეთ არასწორი ნიშა. ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში კომუნისტების ადგილი არ არის. რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი არ აძლევს 2500 კაცს იმის საშუალებას, რომ განიხილოს კონსტიტუცია, ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. დაადექით სწავლის, განათლების გზას, თქვენ აირჩიეთ კომუნიზმის გზა”, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძეს გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42