გამოკითხულთა 17%-ის აზრით, ენმ-ს ყოფილი ლიდერების მიერ ახალი პარტიის დაფუძნება საქართველოში ოპოზიციას გააძლიერებს, 47%-ის აზრით არაფერი შეიცვლება, 17% მიიჩნევს, რომ დაასუსტებს, 19%-მა არ იცის.
ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერთა 16% მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტორი ოპოზიციას გააძლიერებს, 53%-ის აზრით არაფერი შეიცვლება, 19%-ის აზრით დაასუსტებს. 12%-მა არ იცის.
ენმ-ს მხარდამჭერების 36%-ის აზრით გააძლიერებს, 26%-ის აზრით არაფერი შეიცვლება, 23%-ის აზრით დაასუსტებს. 15%-მა არ იცის.
სხვა პარტიების მხარდამჭერები - 19%-ის აზრით გააძლიერებს, 46%-ის აზრით არაფერი შეიცვლება, 16%-ის აზტრით დაასუსტებს, 19%-მა არ იცის.
საზოგადოებრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, აპრილში ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით 2 ათას 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მასალის გამოყენების პირობები






