,,ჩავიტაროთ ნარკოლოგიური გამოკვლევა, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო პარასკევს“ - თორდიას პასუხი ფარცხალაძეს
პოლიტიკა - 01:57, 15 May, 2017     4005
საქართველოს მთავარი აუდიტორი, ლაშა თორდია, ყოფილი მთავარი პროკურორის განცხადებას პასუხობს.

ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მთავარი აუდიტორი მის მიმართ წარმოებულ ბინძურ PR კამპანიაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ლაშა თორდია ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ფარცხალაძე ბრალს თორდიას სდებს და ამბობს, რომ მომხდარი მის მიერ იყო პროვოცირებული.

ქვეყნის მთავარმა აუდიტორმა ოთარ ფარცხალაძეს ,,პოსტსკრიპტუმის“ ეთერში უპასუხა და ყოფილ გენერალურ პროკურორს ნარკოლოგიური ტესტის გავლა შესთავაზა.

„2-დღიანი ფიქრის შემდგომ ბატონმა ოთარმა დაისახა სტრატეგია, რომ გამომაცხადოს პათოლოგად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. საზოგადოებას ჩემი სიმთვრალით შეწუხებული თუ არის, შეუძლია თქვას. გასაგებია ამ ადამიანის პოზიცია, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი უარვყოთ, ჩავიტაროთ ნარკოლოგიური გამოკვლევა და დავადგინოთ, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო პარასკევს. მე თუ პათოლოგი ვარ საზოგადოებისთვის ცნობილი, ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, თუ რისკენ აქვს მიდრეკილება ბატონ ოთარს, ეს არის ნარკოტიკები და მისი სახის გამომეტყველებას ელ ცენტროში ადასტურებდა ამ ფაქტს,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ.

მთავარი აუდტორი აცხადებს, რომ პროკურატურა და ფარცხალაძე კონსულტაციების ერთმანეთთან გადიან და ცდილობენ ,,სიტუაციიდან გამოძვრნენ“.

,,ამას უკვე ვატყობ, პირველი ნიშანი არის სწორედ ეს განცხადება, სადაც პათოლოგობაზე აკეთებენ მინიშნებებს“ - აცხადებს ლაშა თორდია და ითხოვს, რომ 12 მაისს, მასზე მომხდარი თავდასხმის ვიდეო გამოაქვეყნონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42