,,ლაშა თორდიას ბინძური PR კამპანია ჩემს წინააღმდეგ“ - ოთარ ფარცხალაძის პირველი კომენტარი
პოლიტიკა - 01:27, 15 May, 2017     2921
საქართველოს მთავარ აუდიტორზე თავდასხმასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს ყოფილი გენერალური პროკურორი. ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას შავი PR კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს და მომხდარ თავდასხმაში მთავარი აუდიტორის ბრალეულობაზე საუბრობს.

„მინდა, გამოვეხმაურო გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან მომხდარ ინციდენტს. უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის ინიციატორი გახლდათ თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია. მე ამ დროს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი შარდენზე, ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც როგორც აღმოჩნდა, ქეიფობდა ეს უკანასკნელიც. ჩვენ სახლებისკენ რომ ვიშლებოდით, სწორედ მაშინ მოგვეჭრა მთვრალი გენერალური აუდიტორი, რომლის აგრესიული ქმედებების გამო გადაიზარდა ყველაფერი მცირე კონფლიქტში, რაც რამოდენიმე წამშივე განიმუხტა.

როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას. ის სიცრუეები კი, რასაც იგი ყვება ტელევიზიების საშუალებით, გავს თავისი ქმედებების სხვისთვის გადაბრალების მცდელობას, თუმცა არ გამოვრიცხავ იმდენად მთვრალი იყო პატივცემული აუდიტორი, რომ მას რაღაც დეტალები არც კი ახსოვდეს.

მთავარი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ მე მზად ვარ სრულად ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რადგან უპირველეს ყოვლისა ჩემს ინტერესებში შედის, რომ გაირკვეს სიმართლე და ის ბინძური PR კამპანია რაც აგორდა სავარაუდოდ ლაშა თორდიას მიერ ჩემს წინააღმდეგ, მისი მეგობრებისა და თანაპრტიელების დახმარებით, არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

და ბოლოს, თბილისში კარგად არის ცნობილი ლაშა თორდიას მიდრეკილება სასმელისადმი და ამ მიდრეკილებასთან ერთად ის ფაქტი რომ ხშირად სიმთვარალეში იქცევა შეუფერებლად მის მიერ დაკავებული მაღალი თანადებობისათვის და უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, შესაბამისად გამოძიება რომ იყოს სრულყოფილი და დადგინდეს სიმთვრალეში მისი ქმედებების სპეციფიკა, ვშუამდგონლობ და ვითხოვ გამოძიებისგან, რომ შეისწავლონ ყველა მსგავსი ფაქტი და ქმედება, რომელიც მის მიერ შესაძლოა ჩადენილი იყოს სიმთვრალეში. მე საკმაოდ დიდი ხანი ვმოღვაწეობდი სამართალდამცავ ორგანოებში და ვიცი, რომ ასეთ ფაქტებს მრავლად ჰქონდა ადგილი,“ - ნათქვამია წერილში, რომელიც ოთარ ფარცხალაძემ გაავრცელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42