ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 01:26, 15 May, 2017     5814
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ,,ევროპული საქართველოს“ მიერ, ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ ვიდეო კადრების გავრცელებას ეხმაურება. როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, აღნიშნული ავტომობილები საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე არასოდეს ყოფილა. უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

,,ნიუპოსტი“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას უცვლელად ავრცელებს:

,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ, გადაუმოწმებული ფაქტების შემცველ განცხადებებს, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მცდარი ინფორმაციის ტირაჟირებას. კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის თანახმად, ავტომობილები, რომლებიც ოთარ ფარცხალაძეს და მის მეუღლეს ემსახურება, არის საგამოძიებო სამსახურის საკუთრებაში და თითქოს მასში გადახდილია საბიუჯეტო თანხები. რეალურად, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და არის მცდელობა საზოგადოებას მიეწოდოს არასწორი ინფორმაცია. არც ერთი ავტომობილი, რომელიც განცხადებაში და ეგრედწოდებულ „ვიდეომტკიცებულებაში“ არის ნახსენები, არ იმყოფება საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე და არც არასდროს ყოფილა.

აქვე გვინდა ავღნიშნოთ, საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ თანახმად საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე არსებული ავტომობილების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და მზად ვართ ყველა დაინტერესებული პირს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია მოდელის, მარკის და საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით.

გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძეს იცავს და ემსახურება საგამოძიებო სამსახურის „დაცვის თანამშრომლები“. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მსგავსი ქვედანაყოფი არ გააჩნია. საგამოძიებო სამსახურში არ არსებობს დაცვისა და პიროვნების პირადი კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი არასწორი ფაქტების გავრცელებისგან. გარდა ამისა, ჩვენი სამსახური მზად არის ნებისმიერ შეკითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი” - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42