ალადაშვილის კლინიკაში გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას დაკითხვა დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და დაზარალებულის ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყდა.
დაკითხვის დასრულების შემდეგ პროკურორმა ზაზა დათუაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებამ თორდიასგან მიიღო ინფორმაცია თავდასხმის დეტალების შესახებ, თუმცა იგი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების დაკონკრეტებას არ აპირებს.
პროკურორმა ასევე არ ისაუბრა იმის თაობაზე, მოხდა თუ არა ოთარ ფარცხალაძის, ინციდენტში მონაწილე პირთათა და თვითმხილველთა დაკითხვა.
გამოძიება ასევე არ აკონკრეტებს დევს თუ არა საქმეში იმ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.
ამ დრომდე უცნობი რჩება გადაკვალიფიცირდება თუ არა საქმე და შეიცვლება თუ არა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი სხვა მუხლით. გამომძიებელმა ამ შეკითხვაზე პასუხსაც თავი აარიდა.
მასალის გამოყენების პირობები






