აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 12:00, 14 May, 2017     2783

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"გილოცავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს. მოხარული ვართ, რომ ეს თარიღი ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანის ფონზე აღინიშნება.

მივესალმებით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულ, მზარდ დინამიკას, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წლის კონსოლიდირებული ბიუჯეტის საკანონმდებლო აქტში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ასევე მოწმობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ინფორმაციის უსაფრთხოდ გაცვლის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საქართველოს სანდოობის ხარისხს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების საკითხი, თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივის ჩათვლით, რასაც მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელზე მიმდინარე წლის 2 მაისს გაგზავნილი წერილით, რისთვისაც მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს პარლამენტის სახელით.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მიწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შემდგარი ორმხრივი შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან ცხადყოფს ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფების, მათ შორის, ნატოში გაწევრიანების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ და ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სანდო და ერთგული სტრატეგიული პარტნიორის როლს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე.

საქართველოს პარლამენტი მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, წარმომადგენელთა პალატას და სენატს უპრეცედენტო თანამშრომლობის, ნდობისა და უპირობო თანადგომისთვის.

საქართველოს პარლამენტი აფასებს საქართველოს მთავრობისა და ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ძალისხმევას სტრატეგიული პარტნიორობის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანის უზრუნველსაყოფად!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42