"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს"- აცხადებს კობახიძე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა არ გამორიცხა.
„ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს შეგვიძლია, ჩვენ განვიხილოთ, გამომდინარე იქიდან, რომ მით უმეტეს, აუდიტის სამსახურს განსაკუთრებული კავშირი აქვს საქართველოს პარლამენტთან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნას გამოძიებული და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქნება. პირველ რიგში, გამოძიების მიმდინარეობას უნდა დაველოდოთ და ამის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, თუნდაც, კომისიის მიზანშეწონილობის თაობაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს 12 მაისს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






