ევროპული საქართველო ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი ფარცხალაძის მიწის ნაკვეთებზე არსებული დარღვევებზე სკანდალურ დოკუმენტებს ავრცელებს.
"2015 წელს სახელმწიფომ ქალაქ თბილისში, ქვემო ალექსეევკის დასახლება ნავთისხევში მდებარე 62887 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 − №16 შენობა-ნაგებობები (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.24.007.086) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 200 000 (ორასი ათასი) ლარად გადასცა შპს "როიალ დეველოფმენთის".
2016 წელს მერიამ თანხმობა მისცა მიწის ნაკვეთების გაცვლის შესახებ, რომლიდანაც შპს "ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტმა" იხეირა.
ორივე შემთხვევაში შპს-ში ბიზნეს ინტერესი და წილი ქონდა (შესაბამისად 25% და 100%) ოთარ ფარცხალაძეს. ეს ფაქტები სხვა ფაქტებთან ერთად გადაცემული იქნა შესაბამის სტრუქტუებისთვის თუმცა რეაგირება არ მოყოლია. სავარაუდოდ სწორედ ამ ფატებზე საუბრობდა დღეს სმთავარი სახელმწიფო აუდიტორი ლაშა თოდრია ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მისი ცემის ფაქტის მიზეზების ახსნის დროს"- აცხადებენ ოპოზიციაში.


მასალის გამოყენების პირობები






